27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს არ ნიშნავს, რომ მას განუკურნებელი სენი სჭირს, რაც გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს - გურამ მაჭარაშვილი

თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას განუკურნებელი სენი სჭირს, რაც შეიძლება გათავისუფლების საფუძველი გახდეს. მომაბეზრებელი გახდა პატიმარ სააკაშვილის და მათი მხარდამჭერების ასეთი განცხადებები, მათ შორის აქციებთან დაკავშირებით და საზოგადოებას მათი აღარ სჯერა,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პატიმარ სააკაშვილის მოთხოვნა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასა და სასჯელის გადავადებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

"ქართული ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ სააკაშვილს ციხეში სათანადოდ მკურნალობენ და მას ყველა საჭირო სერვისი მიეწოდება, ის თავად ამბობს უარს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.

"ჩვენ უკვე მერამდენე წრეზე მივდივართ აღარ ვიცი. ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო სამწუხაროდ, პატიმარმა სააკაშვილმა თავისივე ჯანმრთელობით მანიპულირება.

რა სერვისი არ მიეწოდება პატიმარ სააკაშვილს - კონკრეტულად ამაზე ვერავინ ვერ საუბრობს. ის, რომ ახლა მას უნდა უცხოეთში იყოს და არ უნდა ციხეში, ასე რამდენიმე ათასი პატიმარია, რომელსაც ამის სურვილი გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას განუკურნებელი სენი სჭირს, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი გათავისუფლების. მომაბეზრებელი გახდა პატიმარ სააკაშვილის და მათი მხარდამჭერების ასეთი განცხადებები, მათ შორის აქციებთან დაკავშირებით და საზოგადოებას მათი აღარ სჯერა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

დღის ამბები