უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, რუსეთთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. რუსული ფეხბურთი უკრაინაში შეჭრისთვის ისჯება - რუსეთის ნაკრები არ იასპარეზებს ერთა B ლიგის მეორე ჯგუფში. გუნდს ავტომატურად მიენიჭება ბოლო, მეოთხე ადგილი და ის რეიტინგით მეთექვსმეტე C ლიგაში გადავა.
რუსული კლუბები მომავალ სეზონში არ ითამაშებენ უეფას ევროთასებზე. ამ სეზონისთვის მათ მიენიჭებათ უეფას ყველაზე ცუდი კოეფიციენტი ბოლო 5 სეზონის განმავლობაში. რუსეთი მოკვეთილია ფუტსალში ევრო 2022-დან. რუსეთის განაცხადი ევრო 2028-ის ან ევრო 2032-ის მასპინძლობაზე ჩაითვალა, როგორც უკანონო, მათ არც განიხილავენ. რუსეთის ქალთა ნაკრები კი მოხსნილია ევროპის 2022 წლის ჩემპიონატიდან.