27 ნოემბერი 2024,   17:07
ვრცლად
ჯო ბაიდენი სიამოვნებით ეწვეოდა უკრაინას, მაგრამ ამ დროისთვის დაგეგმილი არ არის - ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ბაიდენი სიამოვნებით ეწვეოდა უკრაინას, მაგრამ ოფიციალური ვიზიტი დაგეგმილი არ არის,- ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.

ფსაკიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი უკრაინაში სიტუაციის შეფასებას აგრძელებს, ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი კი, უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩოს ხელახლა გახსნა და ადგილზე ამერიკელი დიპლომატების ყოფნაა:

"მე ვიცი, რომ პრეზიდენტი სიამოვნებით ეწვეოდა უკრაინას, მაგრამ ამ დროისთვის გეგმები არ არის შემუშავებული.

თეთრი სახლი უკრაინაში სიტუაციის შეფასებას აგრძელებს და ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ხელახლა გახსნა და ადგილზე ამერიკელი დიპლომატების ყოფნა," - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი. 

დღის ამბები