27 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
დღეიდან პირბადეების ტარება სავალდებულო მხოლოდ კლინიკებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება - პრემიერი

დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნიღბები სავალდებულო აღარც სასწავლო დაწესებულებებში იქნება. 

"გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი, კოვიდის სიტუაცია დასტაბილურდა. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, შევამსუბუქოთ რეგულაციები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები