27 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
33 მილიარდ დოლარიანი დახმარება უკრაინისთვის - ბაიდენი ფულს კაპიტოლიუმს სთხოვს

უკრაინაში მიმდინარე ომის ორი თვის თავზე , 40-მა ქვეყანამ გადაწყვიტა რომ უკრაინამ უნდა დაამარცხოს რუსეთი და მიიღოს იმდენი და ისეთი შეიარაღება, რამდენიც მას ამ საქმისთვის სჭირდება. რამშტაინის კლუბის გადაწყვეტილების შემდეგ, ჯო ბაიდენი კონგრესისგან უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარების აღმოსაჩენად დამატებით თანხებს ითხოვს - საუბარია 33 მილიარდ დოლარზე.

თეთრ სახლში გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა "არ არის იაფი", მაგრამ ვაშინგტონს უმოქმედოდ ყოფნა არ შეუძლია. ბაიდენი ფულს ისევ კაპიტოლიუმს თხოვს.

"ამ ომის საფასური იაფი არ არის. მაგრამ აგრესიის საფასური უფრო ძვირი დაჯდება, თუ ამას დავუშვებთ. ჩვენ ან უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს, როცა ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას, ან უბრალოდ ვდგავართ მაშინ როცა რუსები განაგრძობენ თავიანთ სისასტიკეს უკრაინაში. ყოველდღიურად უკრაინელი ხალხი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ შეიარაღებით, დაფინანსებებითა და ეკონომიკური მხარდაჭერერით უკრაინელების დახმარება, რადგან მათ გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დაფინანსება რაც შეიძლება მალე დამტკიცდეს," - განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელმაც უკვე გაუწია ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი დახმარება უკრაინას.

დღის ამბები