27 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
როდის და რა შემადგენლობით ჩავა შალვა პაპუაშვილი უკრაინაში - პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან რამდენიმე საკითხზე შეთანხმდა 

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავად დააკომპლექტებს და ის ინტერპარტიული იქნება.

პაპუაშვილის თქმით, დღევანდელ ონლაინ-შეხვედრისას უკრაინელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდა, რომ უკვე არსებული და შესაძლო დეზინფორმაციების თავიდან ასარიდებლად, გაუგებრობები პირადი კომუნიკაციით აღმოფხვრან. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან ბოლო პერიოდში აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.. 

"ბოლო დღეების განმავლობაში მქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. დღეს გვქონდა ასევე ონლაინ შეხვედრა. საერთო ჯამში მთავარი არის ის რომ ჩვენ შევთანხმდით ბევრი ამ გაუგებრობის მოგვარება და გარკვევა შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაციით. ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მით უმეტეს, დეზინფორმაცია არის არასაომარ მდგომარეობაში გამოწვევა 21-ე საუკუნეში და კრიზისების დროს განსაკუთებით მოწყვლადია ხოლმე საზოგადოება არასწორი ინფორმაციის მიმართ და ჩვენ შევთანხმდით რომ ერთმანეთთან გვექნება ყოველთვის კომუნიკაცია და გავცვლით ინფორმაციას.

ვისაუბრეთ ევროკავშირში განაცხადისა და კითხვართან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ვიზიტზე და შევთანხმდით რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ამას ორგანიზაციულად გავივლით და გვექნება ვიზიტი. ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყვნენ წარმოდგენილი. ეს რა თქმა უნდა შემჭიდროებული დელეგაცია იქნება, მაგრამ მაქვს სურვილი, რომ ეს იყოს შერეული დელეგაცია, სადაც იქნება, როგორც უმრავლესობა, ასევე, უმცირესობა წარმოდგენილი," - განაცხადა შალვა პაპაუაშვილმა

დღის ამბები