
მარინ ლე პენი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერს ბრალი ევროკავშირის ფონდების უკანონოდ მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება.
"გარდიანის" ინფორმაციით, ეროვნული გაერთიანების ლიდერს, სასჯელად, სასამართლომ 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელთაგან ორი პირობითია.
ფრანგ ოპოზიციონერს, საჯარო თანამდებობის დაკავებისა და შემდეგი 5 წლის განმავლობაში, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოერთვა.
ლე პენთან ერთად, სასამართლომ დამნაშავედ ცნო 8 ევროპარლამენტის წევრიც. ფრანგული მედიის ცნობით, მათ განაჩენს ინდივიდუალურად გამოუტანენ.