
უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპისა და პუტინის მორიგი სატელეფონო საუბარი მომდევნო კვირას შედგება.
ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ბრაზს ვერ მალავს პუტინის განცხადების გამო, რომელიც უკრაინაში, გაეროს ხელმძღვანელობით, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. საპასუხოდ ტრამპმა რუსულ ნავთობზე ახალი ტარიფების დაწესება არ გამორიცხა.
სააგენტო Reuters-თან ინტერვიუს დროს, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის შესახებაც ისაუბრა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზელენსკი ცდილობს, იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან გამოსვლას და თუ ეს დადასტურდა, მას დიდი პრობლემები ექნება. აქვე, ტრამპმა კიდევ გაიმეორა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი, სურვილის მიუხედავად, ვერასდროს გახდება.