31 მარტი 2025,   07:40
ვრცლად
თურქეთში ოთხ ტელევიზიას მაუწყებლობა 10 დღით შეუჩერეს - სტამბოლის მერის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გრძელდება

სტამბოლის მერის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გრძელდება თურქეთში. "როიტერსის" ინფორმაციით, ქვეყანაში ოთხ ტელევიზიას 10 დღით მაუწყებლობა შეუჩერეს.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ BBC News-ის კორესპონდენტი, რომელიც თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, 17-საათიანი პატიმრობის შემდეგ დაადეპორტა. თურქეთში, სტამბოლის მერის მხარდამჭერ აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვი 1 900-ს აღწევს. დაშავდა 150 პოლიციელი.

შეგახსენებთ, დემონსტრაციები თურქეთის დიდ ქალაქებში სტამბოლის მერის, დაკავების შემდეგ დაიწყო. ეკრემ იმამოღლუს სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. მას გამოძიება კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობას ედავება.

დღის ამბები