31 მარტი 2025,   07:57
ვრცლად
არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მსხვერპლი ძირითადად არმიამ გაიღო და ამას მშვიდობიანი მოსახლეობაც შეეწირა - თენგიზ შარმანაშვილი 2008 წლის ომზე

დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. სხდომაზე დღესაც განიხილავენ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და შეიძლებოდა თუ არა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება. უმრავლესობაში ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ აუცილებელია საქმის გამოძიება.

ოპოზიციაში კი არ აღიარებენ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას და ამბობენ, რომ ომში დამნაშავე ქვეყანა არ არის საქართველო. კომისიის შეკითხვებს დღეს მამუკა ყურაშვილი, გიორგი ვოლსკი, გიორგი ხაინდრავა და ირაკლი ბათიაშვილი უპასუხებენ .

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომში მსხვერპლი ძირითადად არმიამ გაიღო, არასწორი გადაწყვეტილებების გამო.

"ყველამ კარგად დავინახეთ, არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, როგორ შეიძლება დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობა და ქართული არმია იმიტომ, რომ მსხვერპლი ძირითადად არმიამ გაიღო, არასწორი გადაწყვეტილებების გამო, და, რა თქმა უნდა, ამას მშვიდობიანი მოსახლეობაც შეეწირა. ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა პოლიტიკოსისთვის, მომავალში ვიდრე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს მის შედეგებზე", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები