31 მარტი 2025,   08:04
ვრცლად
"ისტერიულ მდგომარეობაში არიან... ისტერიული მდგომარეობა და შიში აკეთებინებთ განცხადებებს, რომელიც აცდენილია საკანონმდებლო პროცესს" - ლანა გალდავა

მთავრობის ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლების გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებში საფრთხეს ვერ ხედავენ. მათივე თქმით, მთავრობა მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან ოპოზიციას ჰყავს მხარდამჭერები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ფარგლებს გარეთ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, არალეგიტიმურ ჩარჩოებში შექმნას ოპოზიციური პარტიის განადგურების პრეცედენტი.

"ეს არის საგანგაშო სიგნალი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც უნდა ნორმალური ცხოვრება, განვითარება, ეკონომიკური სიკეთე, სოციალური მდგრადობა. ამ ყველაფრიდან გადაუხვია ხელისუფლებამ. აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დრო მოიგონ და ამ არალეგიტიმურ ჩარჩოებში შექმნან ოპოზიციური პარტიის განადგურების პრეცედენტი", - განაცხადა ლაშა ფარულავა

"ძლიერის საქართველოს" ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით "ქართული ოცნების " წევრები ისტერიულ მდგომარეობაში არიან.

"ისინი არიან ისტერიულ მდგომარეობაში... ისტერიული მდგომარეობა და შიში აკეთებინებთ განცხადებებს, რომელიც აცდენილია საკანონმდებლო პროცესს. მათ იციან, რომ ვერაფერს უშვრებიან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკონსტიტუციო, საპარლამენტო კრიზისს და ამიტომაც, ამ მყვირალა განცხადებებით აპირებენ გადაფარონ არსებული სიტუაცია, რაც ცხადია, არ გამოუვათ", - განაცხადა ლანა გალდავამ.

დღის ამბები