31 მარტი 2025,   03:39
ვრცლად
სინათლის თვალწარმტაცი შოუ - ვის შეეძლება დღეს ღამით ჩრდილოეთის ციალის დანახვა

კოსმოსური პროგნოზის თანახმად, აშშ-ის ზოგიერთ შტატს, ამაღამ, ჩრდილოეთის ციალის დანახვა შეეძლება. 

ჩრდილოეთის ნათების ნახვის ყველაზე მეტი შანსი აშშ-ს ჩრდილოეთით მდებარე შტატებს აქვთ, მათ შორის არის ალასკა, ვაშინგტონი, აიდაჰო, მონტანა, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, მინესოტა, ვისკონსინი და მიჩიგანი.

რა იწვევს პოლარულ ციალს

ჩრდილოეთის ციალი, იგივე ავრორა ბორეალისი, სინათლის თვალწარმტაცი შოუა. მზის ენერგიული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში დაახლოებით 72 მილიონი კმ/სთ სიჩქარით შემოდის, მაგრამ მათი დარტყმისგან ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი გვიცავს.

დედამიწის მაგნიტური ველი ამ ნაწილაკებს პოლუსებისკენ მიმართავს და ასე გადაიქცევა ეს დრამატული პროცესი შთამბეჭდავ ატმოსფერულ ფენომენად.

დღის ამბები