31 მარტი 2025,   03:23
ვრცლად
დავით ჩიხელიძე: საბედნიეროდ, "მეგობარი აქტი" კანონპროექტად დარჩება და ის კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან ამერიკა მხოლოდ ჯო უილსონი და პოლიტიკიდან წასული შაჰინი არ არის!

აშშ-ს საგარეო კომიტეტი ბოლომდე ვერ გათავისუფლდა "დიფ სთეითისგან", რის ინდიკატორადაც, მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ გლობალისტებთან ბრძოლა არ დასრულებულა და საქართველოს კვლავ ებრძვიან! - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ "მეგობარი აქტის" მიღებას.

მისივე თქმით, საბედნიეროდ, "მეგობარი აქტი" კანონპროექტად დარჩება და ის კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან ამერიკა მხოლოდ ჯო უილსონი და პოლიტიკიდან წასული შაჰინი არ არის.

"მორიგი ფარსი და ფულით ნაყიდი გადაწყვეტილება, აშშ-ში საგარეო კომიტეტმა ე.წ. უმადურობის აქტი დაამტკიცეს, რომელსაც კენჭი ფარულად, სხვა კანონ პროექტებთან ერთად უყარეს. საგულისხმოა,რომ კანონპროექტი არაფერს ნიშნავს, მის კანონად ქცევას რამდენიმე ათეული თვე სჭირდება. საბედნიეროდ, მეგობარი აქტი კანონპროექტად დარჩება და ის კანონის სახეს არ მიიღებს, რადგან ამერიკა მხოლოდ ჯო უილსონი და პოლიტიკიდან წასული შაჰინი არ არის!

აშშ-ს საგარეო კომიტეტი ბოლომდე ვერ გათავისუფლდა დიფ სთეითისგან, რის ინდიკატორადაც, მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ.
კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ გლობალისტებთან ბრძოლა არ დასრულებულა და საქართველოს კვლავ ებრძვიან!" - წერს დავით ჩიხელიძე.

დღის ამბები