31 მარტი 2025,   03:54
ვრცლად
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება

საქართველოს პარლამენტში "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა.კომისიის წევრებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.

 

დღის ამბები