29 მარტი 2025,   18:44
ვრცლად
"პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ" - მამუკა ხაზარაძე

"პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო... მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე," - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.

ხაზარაძის თქმით, გამიზნულად და სრული გააზრებით არ მიდის კომისიის სხდომაზე.

"პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო.
ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა?

რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ.

მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.

კიდევ ერთხელ ვამბობ - გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ," - წერს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები