
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს შეხვდა. ლევან მგალობლიშვილმა დიპლომატს ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში განთავსებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერებინა.
მხარეებმა იმსჯელეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რთულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებზე.
"დიდწილად ეს შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დავადასტუროთ ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარება. ჩვენ ასევე არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს რომელიც რამდენიმე კვირის წინ დე ფაქტო რეგიონში ჩატარდა. გვქონდა შესაძლებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და იტალიის ზოგიერთ ინსტიტუტს შორის არსებული ურთიერთობის განხილვის. მათ შორის სოხუმის უნივერსიტეტთან. რომელსაც აქვს თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელობანი პროგრამა ნაპოლის უნივერსიტეტთან", - აცხადებს იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ"ანტუონო.