ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ რვავე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომას შვიდი ბრალდებული ესწრებოდა. მათგან ერთ პირს გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობას, დანარჩენს "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერას ედავებიან. ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ქვეყნის გარეთ მყოფი ქურდული სამყაროს წევრია.
დაკავებულები წარდგენილი ბრალდებას არ ეთანხმებიან და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს და ბაზრობაზე დასაქმებულთა მიმართ ზეწოლას გამორიცხავენ. ბრალდების მხარე შვიდივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
მოსამართლემ საქმეში არსებული მასალებით, მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების გათვალისწინებით ყველა პირი პატიმრობაში დატოვა. ქუთაისში სპეცოპერაცია 24 მარტს ჩატარდა. სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" წევრობის და კავშირის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა.