
ღაზის სექტორზე, ისრაელის განახლებულ იერიშს ბოლო 48 საათის განმავლობაში 130 სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია 264-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას პალესტინური მხარე ავრცელებს.
ისრაელმა იერიში სამხრეთ ლიბანზეც მიიტანა. დაღუპულია ორი და დაშავებულია 8 ადამიანი. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. არტილერიის სამიზნე ნაბატიეს რაიონი და ქალაქი ხიამი გახდა, სადაც ისრაელის ძალებმა 3 ჭურვი ააფეთქეს. მომხდარზე საუბრობენ ისრაელელი მესაზღვრეები.
ოფიციალური თელ-ავივი მომხდარში ჰეზბოლას ადანაშაულებს. უწყებების ინფორმაციით, სამხედრო იერიშის მეზობელ სახელმწიფოზე მიტანის მიზეზი, ისრაელის მიმართულებით გასროლილი 3 რაკეტა გახდა, რომელთა შეჩერებაც საჰაერო თავდაცვამ შეძლო. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობას არ აიღებს და ბრალდებას უარყოფს ადრესატი.
ისრაელი თავდასხმებს ორი მიმართულებით ახორციელებს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც მან ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასთან" გააფორმა თებერვალში დასრულდა, გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებები შეწყვეტილია. ამ დრომდე კი განახლებულ იერიშებს უკვე 634 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა1200-მდე ადგილობრივი.