24 მარტი 2025,   07:48
ვრცლად
NGO-ების მარში და "მეგობარი აქტი", რომელიც ოფიციალური თბილისისთვის არამეგობრულ მიზნებს ემსახურება - მმართველი გუნდისთვის სენატში წარდგენილი აქტი, ანტიქართული დოკუმენტია

"მეგობარი აქტი", არამეგობრული "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივნისთვის მისი შინაარსიდან გამომდინარეა. გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ის საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. დარწმუნებულია იმაშიც, რომ დოკუმენტის მხარდამჭერ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს, საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება.

აქციასთან დაკავშირებით, დღეს, ორგანიზატორებმა "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშს უერთდება დარწმუნებულია, რომ "მეგობარი აქტი" საქართველოს ინტერების მხარდამჭერი დოკუმენტია.

ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, ვინც დღეს მეგობარი აქტის მხარდამჭერ აქციაზე დგანან, მმართველი გუნდის შეფასებით, გარე ძალების მითითებით მოქმედებენ, NGO-ების დღევანდელი შეკრებაც "ქართული ოცნებისთვის", ამის დასტურია.

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე "მეგობარი აქტი" დაახლოებით 2 კვირის წინ უნდა განეხილათ, თუმცა, მასზე მსჯელობა გადაიდო. მისი განხილვა ამჯერად 27 მარტს იგეგმება.

 

დღის ამბები