18 მარტი 2025,   21:35
ვრცლად
მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება - ავსტრალიაში ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

ავსტრალიის სამხრეთით მდებარე პლაჟებზე, უცნაურად დიდი რაოდენობის ქაფის წარმოქმნამ, სერფერებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. The Guardian-ის ინფორმაციით, დაავადებულია 100-ზე მეტი სერფერი.

მედიის ცნობით, სიმპტომებში შედის მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება.

აღნიშნულია, რომ ქაფი, რომელიც წყლის ბინადრებზეც ნეგატიურად მოქმედებს, შესაძლოა მაღალი ტემპერატურის გამო მიკროწყალმცენარეების აყვავებისა და წყლის სტაგნაციის შედეგად წარმოქმნილიყო.

"ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციით დაიხურა ვეიტპინგისა და პარსონსის პლაჟები, რომლებიც ადელაიდიდან სამხრეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს", - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები