23 მარტი 2025,   03:43
ვრცლად
"ძალიან გახარებული ვარ, ვიცოდი რომ გავიტანდით და კიდევ ბევრჯერ გავიტანთ" - მოქალაქეები ეროვნულ ნაკრებს რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრობენ

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები სომხეთი-საქართველოს მატჩს დიდ მონიტორზე ადევნებენ თვალს და ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობენ.

"ძალიან გახარებული ვარ ვიცოდი, რომ გავიტანდით და კიდევ ბევრჯერ გავიტანთ," - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

მატჩის პირველი ტაიმი უკვე დასრულდა. სომხეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩზე, საქართველო 2 გოლით დაწინაურდა.

მატჩის 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა. მეორე გოლის ავტორი კი გიორგი მიქაუტაძე იყო.

დღის ამბები