23 მარტი 2025,   03:02
ვრცლად
შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და პოზიციების თანხვედრა - სახელისუფლებო გუნდი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის სრულ მზაობას გამოთქვამს

შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და პოზიციების თანხვედრა - ოპტიმისტურ მოლოდინს ქმნის. სახელისუფლებო გუნდი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის სრულ მზაობას გამოთქვამს, შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება და ახალი ადმინისტრაციის პრაგმატულ მიდგომებზე საუბრობს. თუმცა საუბრობს მთავარ ბარიერზეც - "დიფ სთეითის" ინტერესებზე.

პოზიციის შეცვლას ხელისუფლებისგან ოპონენტები ითხოვენ და პარტნიორობის აღდგენის აუცილებელ პირობად, ახალ არჩევნებს ასახელებენ. ოპოზიცია შტატებთან ურთიერთობის დაზიანებაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.

მმართველი პარტია ოპოზიციას ურჩევს, საკუთარი პოლიტიკური მიზნები გვერდით გადადოს და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე იფიქროს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ კონკრეტული ძალების ინტერესების გამო შეწყდა, რაც ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობამ უნდა შეცვალოს. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ინტერესი ორმხრივია და ეს ამერიკის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც გამოჩნდა.

ამერიკელმა დიპლომატმა ტრამპის პრიორიტეტები ოფიციალურ თბილისს უკვე გააცნო. ახალ ადმინისტრაციასთან საკუთარი გზავნილები აქვს საქართველოს ხელისუფლებასაც, რომელსაც ამერიკაში ელჩობის კანდიდატიც შერჩეული ჰყავს.

 

 

დღის ამბები