23 მარტი 2025,   02:41
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - ყოფილი პრეზიდენტის პარტია ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, სააკაშვილის გუნდს გახარიას მიმართ ბევრი პრეტენზია დაუგროვდა

დაპირისპირება ოპოზიციაში - აზრთა სხვადასხვაობაზე და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" კითხვებზე, "ღამის კურიერში" ანა წითლიძემ ისაუბრა.

"ღამის კურიერში" გაკეთებულ განცხადებას და გიორგი გახარიას მისამართით ბრალდებებს, ექსპრემიერის პარტიაში უპასუხეს. გახარიას გუნდი არც აქამდე და არც ამიერიდან არ აპირებს სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას, მათთვის წითელი ხაზი სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა."

ოპოზიციის ვერ შემდგარ გაერთიანებაზე პასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს, რომლებიც თავის მხრივ ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.

"ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ერთი მიზნის გარშემო უკვე გაერთიანებულია და ეს მიზანი ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობაა. მათი თქმით, თუ ვინ იქნება ამ ერთიანობის სათავეში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ პარტიების პოლიტიკური მომავალი განწირულია.

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ბოლო 5 თვის განმავლობაში მართავს, თუმცა ჯერჯერობით, არც პარტიების ერთობა შედგა, ბოლოს კი ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც თქვა, მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა და რომ ეს - გარედან შემოგზავნილი თემაა.

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

 

 

 

 

დღის ამბები