23 მარტი 2025,   03:06
ვრცლად
ამერიკასთან დადებული პირობის მიუხედავად, ღამით ცეცხლი ორივე მხარემ გახსნა - საოკუპაციო ძალებმა უკრაინული ქალაქები დაბომბეს, მოსკოვს უპასუხა კიევმაც

ტრამპის შემდეგ ემანუელ მაკრონი - ვოლოდიმირ ზელენსკის, ამერიკის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა დაურეკა. თუმცა, მეგობარ მაკრონთან კომუნიკაცია გადადო და ჟურნალისტებთან ტრამპის საუბრის დეტალების განხილვა განაგრძო. ზელენსკის ინფორმაციით, 30 დღით ენერგო ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას პუტინის მსგავსად ისიც დათანხმდა. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დროებითი ზავის შემთხვევაში ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება.

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების 1 საათიანი სატელეფონო საუბრის დეტალები თეთრი სახლის პრესმდივანმა გაახმოვანა. კეროლაინ ლევიტის თქმით, ვაშინგტონი კიევს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამერიკისთვის გადაცემას სთავაზობს. დონალდ ტრამპი დამატებითი რაოდენობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პატრიოტის" მიწოდებასაც დათანხმდა.

უკრაინის დახმარებას ისევ ცდილობს ევროპა. გაიმართა მორიგი საბჭოს სხდომაც, რომელზეც ნორვეგიაში მიმავალი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოზარით ჩაერთო. ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო.

სანამ მსოფლიო ომის დასრულების გზებს განიხილავს, ამერიკასთან დადებული პირობის მიუხედავად, ღამით ცეცხლი ორივე მხარემ გახსნა. საოკუპაციო ძალებმა უკრაინული ქალაქები დაბომბეს, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

მოსკოვს უპასუხა კიევმაც. უკრაინამ ენგელსის სამხედრო აეროდრომს დაარტყა. შედეგად რუსეთში სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის გამო, გადამწვარია ფრთოსანი ბალისტიკური რაკეტების საწყობიც, რომელიც აეროდრომის მიმდებარედ იყო განთავსებული.

 

 

დღის ამბები