23 მარტი 2025,   02:31
ვრცლად
თამაშის დღეს, ეროვნული ნაკრების წევრების მისამართით ბულინგის მორიგი კამპანია დაიწყო - აქტივისტების ნაწილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური ნიშნით ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს

ვეტერან ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრების გამხნევება ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის გამო მოუწიათ. "ფეისბუკ" მომხმარებლების ნაწილმა, ვინც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილეა დაწერა, რომ ეროვნულ ნაკრებს არ უგულშემატკივრებენ, რადგან ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ფეხბურთელების რეაქციით უკმაყოფილებო არიან. პროტესტის ერთ-ერთ ფორმად მოქალაქეების ნაწილი თამაშის მიმდინარეობის დროს ზურგის შექცევასაც განიხილავდნენ. ვეტერანი ფეხბურთელები საზოგადოებას ზოგადად და მითუმეტეს მნიშვნელოვანი მატჩის წინ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები რომ ქვეყნის სახელით ასპარეზობს, ეს კრიტიკის ავტორებს ქომაგების ნაწილმა კიდევ ერთხელ შეახსენა. გულშემატკივრები თბილისსა და ერევანში ამბობენ, რომ ფეხბურთელების ბულინგს მათ წარმატებაზე დადებითი გავლენა ვერ ექნება.

ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ნაწილს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში დაწყებულ მორიგ კამპანიას.

სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას, ოპოზიციის ნაწილი გაემიჯნა. თავი შეიკავეს კრიტიკისგან და თქვეს, რომ სპორტსმენებისგან განსაკუთრებულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ითხოვენ.

სახელისუფლებო პარტიისთვის სამწუხაროა ის დამოკიდებულება, რომელსაც აქტივისტების ნაწილი ფეხბურთელების მიმართ ავლენს.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრების დაბულინგების მცდელობა წარსულშიც იყო. მაშინ მათი მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელი ფონდი "ქართუს" ჯილდო აღმოჩნდა. ფულადი წახალისება ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლისთვის გადაეცათ.

დღის ამბები