23 მარტი 2025,   03:51
ვრცლად
სომხეთი-საქართველოს მატჩი დაიწყო - გულშემატკივრების მასშტაბური მობილიზება ერევანსა და თბილისში

ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

სომხეთი-საქართველოს ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრა დაიწყო, სადაც სომხეთის ეროვნული გუნდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს. ორ მატჩში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ორი მეზობელი ქვეყნის ეროვნულ გუნდებს ერთმანეთთან სულ 7 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. აქედან სამი საქართველომ მოიგო, ორი სომხეთმა, ორი თამაში კი, ფრედ დასრულდა. ბოლოს ეს გუნდები 2020 წელს შეხვდნენ. დღევანდელ მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, ხოლო ვიდეორეფერის ოთახში იტალიელები არიან.

დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ოთარ კიტეიშვილია.

კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია დღეს საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებიან. თუმცა, ორივე მონაწილეობას მიიღებს მეორე თამაშში. ვაზგენ სარქსიანის სტადიონზე სულ 14 400 ადგილია, თუმცა ქართველი გულშემატკივარი მაინც მრავლად არის წარმოდგენილი ერევანში. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში, სამ დღეში: 23 მარტს უკვე საქართველო უმასპინძლებს სომხეთის ეროვნულ ნაკრებს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება, რომელიც 55 000 ადამიანს იტევს.

ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე კი, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები დღეს მსვლელობით მივიდნენ.

ერთობლივად ელოდება მატჩის შედეგებს გულშემატკივართა ნაწილი თბილისშიც რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დიდი ეკრანია დამონტაჟებული.

დღის ამბები