
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის "გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემ (-57 კგ). მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ პაულინე სტარკეს სძლია.
მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე, ასევე, უზბეკი და ბრაზილიელი ძიუდოისტები დაამარცხა, ნახევარფინალი კი ფრანგ მარტა ჰავაზთან დათმო.
20 წლის ნინო ლოლაძემ „გრანდ სლემზე“ მედალი პირველად მოიპოვა.