23 მარტი 2025,   02:31
ვრცლად
დაყადაღებული ფონდები - "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ქველმოქმედების მიღმა თანხები ქვეყანაში რევოლუციური ქმედებების წახალისებას ხმარდებოდა

ფონდები, რომლებიც გამოძიების ფარგლებში რამდენიმე დღის წინ დააყადაღეს, დამატებით განმარტებებს აკეთებენ და ადასტურებენ, რომ მოქალაქეებს ჯარიმებს უხდიდნენ, თუმცა ადამიანის უფლებათა სახლში ამტკიცებენ, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

ფონდების საქმიანობა მმართველი გუნდისთვის არა ქველმოქმედება, არამედ რადიკალური ქმედებების წახალისებაა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ქველმოქმედების მიღმა თანხები ქვეყანაში რევოლუციური ქმედებების წახალისებას ხმარდებოდა.

დღეს, ასევე ვიდეო მიმართვა გაავრცელა ნანუკა ჟორჟოლიანმა და საჯაროდ დადო პირობა, რომ თუ პროკურატურა მის ფონდს ყადაღას მოუხსნის, თანხებს პოლიტიკურ კონტექსტში არ გადარიცხავს.

ნანუკა ჟორჟოლიანის ამ განცხადებას აღიარება უწოდა სარჩელის ავტორმა, რომელიც გამოძიებასაც და მედიასაც უმტკიცებს, რომ ფონდებიდან თანხები პოლიტიკური მიზნით იხარჯებოდა.

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, პროკურატურამ გამოძიება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე, 8 თებერვალს დაიწყო.

დღის ამბები