22 თებერვალი 2025,   10:22
ვრცლად
USAID-ის ფაილებმა გამოააშკარავა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა, ჩვენ აღარ წამოვეგებით მათ ანკესზე - ვიქტორ ორბანი

"გლობალისტურ-ლიბერალურ-სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბრიუსელში გარბის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი დარტყმა მიაყენა მათ საქმიანობას აშშ-ში", – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ორბანი აღნიშნავს, USAID-ის ფაილებმა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა გამოააშკარავა.

"ყურადღება! ჩვენი შიშები გამართლდა: გლობალისტურ-ლიბერალურ-სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბრიუსელში გარბის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი დარტყმა მიაყენა მათ საქმიანობას აშშ-ში. ახლა მათგან 63 ბრიუსელს ფულს სთხოვს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა პროექტის საბაბით. ეს არ მოხდება. ჩვენ არ მივცემთ მათ ევროპაში თავშესაფრის პოვნის საშუალებას. USAID-ის ფაილებმა გამოააშკარავა გლობალისტური ქსელის ბნელი პრაქტიკა. ჩვენ აღარ წამოვეგებით მათ ანკესზე", - წერს ორბანი.

დღის ამბები