22 თებერვალი 2025,   10:27
ვრცლად
ავსტრალიაში ზღვამ 150-ზე მეტი ვეშაპი გამორიყა - დაახლოებით 90 ჯერ კიდევ ცოცხალია

ავსტრალიაში, ტასმანიის შტატში ზღვამ 150-ზე მეტი "პატარა მკვლელი ვეშაპი" გამორიყა, რომელთაგან დაახლოებით 90 ჯერ კიდევ ცოცხალია.

The Guardian-ის ცნობით, ვეშაპები სანაპიროზე დაახლოებით 24-დან 48 საათამდე იმყოფებიან. ექსპერტების განმარტებით, ყველა ვეშაპის გადარჩენა პლაჟის შორეული მდებარეობის გამო რთული იქნება.

დაზუსტებულია, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "პატარა მკვლელი ვეშაპები" ნაპირზე გამოირიყნენ.

ვეშაპების ამ ქცევის მიზეზი მეცნიერებისთვის ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები