
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა.
უწყების ცნობით, ამავე პერიოდში დაქირავებულთა რაოდენობა 20 ათასით გაიზარდა და 978 000-ს მიაღწია, 19 000-ით მოიმატა თვითდასაქმებულთა რიცხოვნობამ. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 6%-ითაა შემცირებული.