თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 5 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, კოხრეიძის, დიდი ჯიხაიშის, სააკაძის, მრევლიშვილის, იმერეთის, ცინცაძის, ცოტნე დადიანის, სანერგის, რიონჰესის, ჭიჭინაძის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივანის, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის, მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, ლაპიაშვილისდა ქუჩიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.