სამხრეთ სუდანში, მცირე ზომის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავს ნავთობკომპანიის მუშები გადაჰყავდა და ის ნავთობის საბადო Unity-ის აეროპორტში ჩამოვარდა. გარდაცვლილებს შორის ორი ჩინეთის მოქალაქე და ერთი ინდოეთის მოქალაქეა.
ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი გადაურჩა.
ადგილობრივ ხელისუფლების განმარტებით, მგზავრები ნავთობ კომპანია Greater Pioneer Operating Company (GPOC), კონსორციუმის მუშები იყვნენ. მათივე ცნობით, კონსორციუმი მოიცავს ჩინეთის ეროვნულ ნავთობის კორპორაციას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Nile Petroleum Corporation-ს.
ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდა.