აბუ-დაბიში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია - Eagle Hills Properties LLC-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციით, საერთაშორისო წარმომადგენლობას აფართოებს. ამის შესახებ bloomberg-ი ვრცელ სტატიას ავრცელებს.
bloomberg-ის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ გეგმები მოიცავს პროექტებს დედაქალაქ თბილისში, ასევე ზღვისპირა ქალაქებში ბათუმსა და გონიოში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
"Eagle Hills-ი ააშენებს სახლებს, სავაჭრო ობიექტებს, პარკებს, სკოლებსა და კომერციულ ფართებს საქართველოში", - განუცხადა Bloomberg News-ს კომპანიის თავმჯდომარემ მოჰამედ ალაბბარმა. ალაბარი ასევე არის საჯარო ვაჭრობის Emaar Properties PJSC-ის დამფუძნებელი, რომელმაც დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკი ააშენა.
დეველოპერი, ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია, რომლის პროექტებიც სპარსეთის ყურეს, ევროპასა და აფრიკას მოიცავს. ის ევროპისკენ გზას მსხვილი პროექტებით იკვალავს, მათ შორის, 5 მილიარდი ევროს (5,3 მილიარდი დოლარის) ინვესტიციის, ბუდაპეშტის დანგრეული ტერიტორიის დუბაის სტილში გაშენების მიზნით.