აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას და შეაჩერა ფედერალური მხარდაჭერა სქესის ან გენდერის შესაცვლელად საჭირო პროცედურებზე, რომელიც მოიცავს ოპერაციას, სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების, ან სქესობრივი ჰორმონების გამოყენებას 19 წლამდე ასაკის ადამიანებში. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"შეერთებული შტატების პოლიტიკაა, რომ ის არ დააფინანსებს, ხელს არ შეუწყობს, არ დაეხმარება და მხარს არ დაუჭერს ბავშვის ე.წ გადასვლას, ერთი სქესიდან მეორეზე და სკრუპულოზურად აღასრულებს ყველა ამკრძალავ კანონს, რომლებიც ზღუდავს ამ დესტრუქციულ და ცხოვრების შემცვლელ პროცედურას," - ნათქვამია დადგენილებაში.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება მოითხოვს "ყველა აუცილებელი ნაბიჯის“ გადადგმას "გენდერის დამადასტურებელი ზრუნვის“ დასასრულებლად და გავლენას მოახდენს Medicare-ისა და Medicaid-ის პროგრამებზე, ისევე როგორც ხელმისაწვდომი მოვლის აქტზე.
ასევე, ბრძანება მოითხოვს ფედერალური სააგენტოებისგან, უარი თქვან პოლიტიკაზე, რომელიც ეფუძნება ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ რეკომენდაციებს სამეცნიერო სანდოობა არ გააჩნია.