აშშ-ში, "შარლოტა დუგლასის" საერთაშორისო აეროპორტში American Airlines-ის თანამშრომელი ასაფრენ ბილიკზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს ასაფრენ ბილიკზე სატრანსპორტო საშუალება დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. "შარლოტა დუგლასის" საერთაშორისო აეროპორტის განცხადების თანახმად, ინციდენტში ერთი სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობა. თუმცა სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, მჭიდროდ თანამშრომლობენ ავიაკომპანიების პარტნიორებთან და პოლიციასთან მიმდინარე გამოძიებაში და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებული ავარიების შესახებ სიახლეები უფრო ხშირი გახდა, აეროპორტის მუშაკების სიკვდილი შედარებით იშვიათია. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, 2023 წელს სიკვდილის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2022 წელს სამი.