ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა.
გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სხდომაზე მიიღო. უწყების ინფორმაციით, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ, 3%-ზე დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება.
2024 წლის დეკემბერში, ფასების საერთო დონე, წლიურად, 1.9%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნებას შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს და ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია.