კომპანია Apple-მა iPhone-ისთვის ახალი, განახლებული პროგრამა iOS 18.3-ი გამოუშვა, რომელსაც უსაფრთხოების ახალი ფუნქციები აქვს დამატებული. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
პროგრამა 18.3 უსაფრთხოების გადაუდებელი განახლებებით არის აღჭურვილი, რომელიც ტელეფონს ჰაკერული თავდასხმისგან უფრო სანდოდ იცავს.
Hackuity-ის სტრატეგიის ვიცე-პრეზიდენტის, სილვაინ კორტესის განმარტებით: "ამ საფრთხეებისგან თავის დასაცავად, ჩვენ კატეგორიულად ვურჩევთ მომხმარებლებს, რაც შეიძლება მალე განაახლონ მოწყობილობები და დააყენონ iOS 18.3-ი".
ამასთან, iOS 18.3-ში Apple Intelligence ფუნქციები, როგორიცაა ვიზუალური ინტელექტი და შეტყობინებების შეჯამება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.