30 იანვარი 2025,   08:56
ვრცლად
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სოხუმის თეატრი უცხოელ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

სოხუმის თეატრი უცხოელ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. საერთაშორისო ფესტივალი - Into the open 2025 უკვე დაიწყო. ებრაელი დრამატურგის ერთმოქმედებიან დადგმას ქართული დასი ორ დღეში წარადგენს.

"იაკიში და პუპჩე" თითქმის 10 წელია სოხუმის დრამატული თეატრის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ითვლება - სევდიანი კომედია მრავალფეროვანი პერსონაჟებითა და დეკორაციებით პრესტიჟულ ფესტივალზე 30 იანვარს წარდგება.

ღონისძიებაზე ქართველი მსახიობები სპექტაკლის შესრულების გარდა, ხელოვნების სფეროს ბევრ მნიშვნელოვან ფიგურას შეხვდებიან, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თემატურ დისკუსიაში.

დღის ამბები