სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართა.
უწყებასთან მედიის და მესამე სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი.
მათი თქმით, 17 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ჟურნალისტის ჯანმრთელობას შესაძლოა სერიოზული საფრთხე ემუქრებოდეს.