სერბეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა. მილოშ ვუჩევიჩმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.
შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
მომხდარის გამო, ბრალი ცამეტ ადამიანს წაუყენეს, მათ შორის, სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.