"ლილო მოლის" ტერიტორიაზე, ცეცხლი, დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა.
ცეცხლი ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა.