30 იანვარი 2025,   21:30
ვრცლად
"საქართველო საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება" - ლევან დავითაშვილი $6-მილიარდიან ინვესტიციაზე

6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში, - ეკონომიკის მინისტრი იმ შეთანხმების დეტალებზე საუბრობს, რომელსაც ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

ლევან დავითაშვილის ამბობს, რომ ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, დოკუმენტი კი საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომლებზეც ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

"ასეთი მასშტაბის უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა. ვფიქრობ, რომ ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, რომელიც თავის თავად მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ზოგადად ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ის ცალსახად მნიშვნელოვანია, არამედ მას მნიშვნელოვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

საქართველო, საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენთან შექმნილი ხელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. დღეს სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა გააჩნია საქართველოს, ასევე საინვესტიციო კლიმატი, ეკონომიკის კეთების გარემო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ამ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების მოტივატორი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

დღის ამბები