საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდება.
შალვა პაპუაშვილი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში უკვე შეხვდა კოლეგებს. მას ასევე უმასპინძლა საკუთარ რეზიდენციაშია პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
მეგობარი, პარტნიორი და მხარდამჭერი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - ასეთია ოფიციალური თბილისის პოლიტიკური პოზიცია ბუდაპეშტთან მიმართებაში.