"როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს "ნაცმოძრაობის" მთლიანი შემადგენლობა და შესაბამისად, ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქმევა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთაა, რომ ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას.
"ეს არ არის პირადი შურისძიებით ნაკარნახევი, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა, იმიტომ, რომ რაღა დროსიაო, რომ გვეუბნებიან, დღესაც კი გამოწვევაა. ავიღოთ ნებისმიერი ლიდერი, მაგალითად გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი იმ სისხლიანი რეჟიმისა, დღეს წარმოადგენს "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ფრთას და მეორე ადგილზეა რეიტინგით. ეს ადამიანი იბრალებს, რომ არის დემოკრატი, პროევროპული, ადამიანის უფლებებს იცავს და ა.შ. გვარამიაზე არ არის მხოლოდ საუბარი, მისნაირი უამრავი პოლიტიკურ ლიდერშიფს წარმოადგენენ ოპოზიციურ ველზე "ნაცმოძრაობის" კლასტერში გაფანტული ადამიანები. შესაბამისად, თავისი სახელი სანამ არ დაერქმევა, ესენი მანამდე იპოზიციონირებენ, როგორც პროევროპულები და დემოკრატები. ქართული თანამედროვეობის პარადოქსია, როცა "ნაცი" რაღაც სახელს გადაირქმევს და ხდება დემოკრატი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი და სხვა რაღაცეებში ამუნათებს.
"ფეიქ" რეალობაში აცხოვრებენ განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას, რომლებსაც არ უნახავთ. ეს ყველაფერი გასახსენებელია. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს "ნაცმოძრაობის" მთლიანი შემადგენლობა და შესაბამისად, ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქმევა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.