08 იანვარი 2025,   00:38
ვრცლად
"ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

"ოქროს გლობუსის" 82-ე დაჯილდოების ცერემონიალს ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა.

წლის საუკეთესო ფილმად (მიუზიკლი, ან კომედია) "ემილია პერესი" დასახელდა, ნომინაციაში: წლის საუკეთესო დრამა "ბრუტალისტმა" გაიმარჯვა.

დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფერნანდა ტორესი დაჯილდოვდა ფილმში: "ჯერ კიდევ აქ ვარ" შესრულებული როლისთვის.

"ოქროს გლობუსი" დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ედრიენ ბროუდს გადასცეს ფილმ "ბრუტალისტში" შესრულებული როლისთვის.

მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში სებასტიან სტენმა გაიმარჯვა ფილმში "განსხვავებული კაცი" შესრულებული როლისთვის.

მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობ ქალად დემი მური დასახელდა ფილმ "სუბსტანციაში" განსახიერებული როლისთვის.

საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის "ბრუტალისტი".

კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა ფილმ "ნამდვილ ტკივილში" განსახიერებული როლისთვის, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა "ემილია პერესში" შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში "ოქროს გლობუსი" "ნაკადს" გადაეცა.

დღის ამბები