შოტლანდიაში, კეირნგორმსში, მაშველებმა 9 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ 3 ტურისტი გადაარჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბრამარისა და აბერდინის სამთო სამაშველო ჯგუფების 20-ზე მეტი მაშველი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტურისტების გადასარჩენად.
ტურისტებს გადაადგილება თოვლისა და ქარბუქის გამო გაუძნელდათ და მათ ადგილობრივი დროით 21:45 საათზე მაშველების დახმარება ითხოვეს.
არსებული ინფორმაციით, სამივე ტურისტი ჯანმრთელია და უსაფრთხოდ არის.