08 იანვარი 2025,   13:09
ვრცლად
ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ "ლიბერალური პარტია" ახალ ლიდერს არ აირჩევს.

ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ კანადის პარლამენტის მუშაობა დროებით შეჩერებულია და ის 24 მარტს განახლდება.

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2015 წლიდან იკავებდა, ხოლო "ლიბერალური პარტიის" ლიდერი 2013 წელს გახდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ტრუდოზე ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით გასულ თვეში გაიზარდა, როცა კანადის ფინანსთა მინისტრმა, კრისტია ფრილენდმა, თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის მიზეზად ტრუდოსთან არსებული უთანხმოება ხარჯებთან დაკავშირებით დასახელდა. კანადაში არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს.

წყარო: BBC

დღის ამბები