28 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
"ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო" - რიკარდ იოზვიაკი

ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 444 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, - წერს "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ში.

"ევროპარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იმავეს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას. ის ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის", - წერს რიკარდ იოზვიაკი.

დღის ამბები