28 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"რა სულისკვეთებით უნდა შეფასდეს ეს რეზოლუცია, სადაც დამნაშავის უპირობო გათავისუფლებაზეა საუბარი" - ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

"რა სულისკვეთებით უნდა შეფასდეს ეს რეზოლუცია, სადაც დამნაშავის უპირობო გათავისუფლებაზეა საუბარი" -  ასე შეაფასა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კირცხალიამ, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია.

მისივე განცხადებით, ამ რეზოლუციას "არანაირი ფასი არ აქვს":

"რა სულისკვეთებით უნდა შეფასდეს ეს რეზოლუცია, სადაც დამნაშავის უპირობო გათავისუფლებაზეა საუბარი, სადაც საუბარია, რომ თურმე გაუმჭვირვალობა არის საქართველოს ევროპული გზა და ა.შ. ესეც იგივე სულისკვეთებით ნაკარნახევი მორიგი რეზოლუციაა, რომელსაც დამერწმუნეთ, ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს. უკვე ყველამ კარგად ვიცით, რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტშიც ჩატარდა არჩევნები, დაფორმირდა ევროპარლამენტი და ვხედავთ, რომ იქაც გაჩნდეს საღად მოაზროვნე პირები და რეალურად დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც ელემენტარულად კითხვებს უსვამენ იმ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა ბევრმა საქართველო რუკაზეც ვერ განახოთ, შესაძლოა ერთი დღის არის ვიღაც ნამყოფი, ან ერთი კვირით და გამოდიან და გვმოძღვრავენ ქართველი ხალხის სახელით, ეს არის უტიფრობა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კირცხალია. 

დღის ამბები